top of page

ამძრავი (სტარტერი)                         

სტარტერი.jpg

 

 

ავტომობილის ამძრავი (სტარტერი) ესაა ელექტრომექანიკური მოწყობილობა და ერთერთი მნიშვნელოვანი აგრეგატი ავტომობილის კონსტრუქციაში. მისი მუშაობის პრინციპი მდგომარეობს შემდეგში: ავტომობილის ძრავის დაქოქვისას აკუმლატორიდან სტარტერს მიეწოდება ელ. ენერგია. შემდეგ ჩამრთველი რელეს (კნოპკა) საშუალებით წინ გამოდის ბენდექსი, რომელიც ეჭიდება მქნევარას (მახავიკი).  ამავე დროს მუშაობას იწყებს ამძრავის როტორი (იაკორი), რომლის მეშვეობითაც ბრუნავს ბენდექსი და ეს ბრუნი  იმპულს  აძლევს მქნევარას. ძრავის დაქოქვის შემდეგ, სტარტერის ფუნქცია ამოწურულია და ბენდექსი უბრუნდება საწყის პოზიციას ამძრავის ჩანგლის მეშვეობით.

ამძრავი (სტარტერი) ძირითადად შედგება შემდეგი ნაწილებისაგან: როტორი (იაკორი), სტატორი (აბმოტკა), ბენდექსი, რედუქტორი, წინა და უკანა ხუფი, ჩამრთველი რელე (კნოპკა), მცოცავი კონტაქტები - ნახშირები დამჭერით (ჩოთქები), ჩანაგალი, საკისრები (პაჩეპნიკი) ან მილისები (ვტულკა).

დაგვიკავშირდით!  ჩვენ აუცილებლად დაგეხმარებით
bottom of page