top of page
სტარტერის (ამძრავის) ბენდექსი
ავტომობილის ამძრავი (სტარტერი) შედგება სხვადასხვა დეტალებისგან და თითოეული მათგანი ასრულებს მნიშვნელოვან ფუნქციას აგრეგატის მუშაობაში. ერთერთი ასეთი დეტალია ამძრავის (სტარტერის) ბენდექსი. ესაა ერთგვარი კბილანებიანი მექანიზმი, რომელიც ეჭიდება მქნევარას (მახავიკი) და ხელს უწყობს ძრავის დაქოქვას. დაქოქვის შემდეგ ის უბრუნდება საწყის პოზიციას და წყვეტს ბრუნვას. დროთა განმავლობაში ბენდექსი ზიანდება და მწყობრიდან გამოდის. დაზიანების დიდი პროცენტი მოდის მის კბილანებზე, რომელიც განიცდის ცვეთას და ასევე ზამბარებზე. ამ დროს ის გამოსცემს ერთგვარი ხრიალის ან ჟრიალის ხმას. დაზიანებული ბენდექსის შეკეთება შესაძლებელია, თუმცა ის მალევე გამოდის მწყობრიდან და ამიტომაც უმჯობესია დაზიანებული ბენდექსი შეიცვალოს ახლით.
bottom of page