top of page

ჩვენს შესახებ

  სტარტერებისა და დინამოების (გენერატორები) შეკეთების ვიწრო სფეროში ჩვენს მიერ 10 წლის განმავლობაში დაგროვილი გამოცდილება, საშუალებას გვაძლევს თამამად განვაცხადოთ, რომ საქართველოს მასშტაბით ვერ იპოვით სხვა სერვისს, რომელშიც შეძლებენ პროფესიონალურ დონეზე და გარანტიით შეგიკეთონ აგრეგატი. ჩვენს ხელთ არსებული დანადგარები და დინამოს ტესტირების მოწინავე სტენდი, საშუალებას გვაძლევს ნებისმიერი გენერატორის დიაგნოსტირება განვახორციელოთ და არა აქვს მნიშვნელობა, როგორი რელე ექნება მას, იმპულსური (კომპიუტერული) თუ ლამპური. ავტოსერვისი "ვოლტი" ერთადერთია, რომელშიც გარემონტებულ და აღდგენილ სტარტერზე თუ დინამოზე შეგიძლიათ მიიღოთ ერთი ან ორ თვიანი გარანტია. მოწინავე ბრენდების ბოში, ვალეო, ზენი, დენსო, მობილეტრონი და ა.შ. მაღალი ხარისხის ნაწილები, რომლებსაც შეკეთებისას ვიყენებთ, გვაძლევს საშუალებას ვუპასუხოთ ჩვენს საგარანტიო ვალდებულებებს. მოგვმართეთ და გარწმუნებთ, რომ მომსახურების და შეკეთების ხარისხით კმაყოფილი დარჩებით.

 ჩვენს სახელოსნოში ასევე შესაძლებელია უახლესი სტენდით და ტესტერით დინამოსა და სტარტერის ცაკლეული დეტალის შემოწმება.

 გთავაზობთ სპეციალური სტენდით  დინამოს (გენერატორის) სტატორის(ე.წ. აბმოტკის) და დიოდების დაფის შემოწმებას. ამ ტესტერის საშუალებით შესაძლებელია სტატორის ფაზებს შორის მოკლე ჩართვისა და წყვეტის შემოწმება.  ასევე, სტატორის კორპუსზე მოკლე ჩართვის დაიგნოსტირება.

tester-msg-ms014.jpg

 შეგიმოწმებთ თანამედროვე ავტომობილების ნებისმიერ იმპულსურ (კომპიუტერულ) და ლამპურ რელე რეგულატორებს როგორც ცალკე მოხსნილ მდგომარეობაში, ასევე ავტომობილზე. ტესტერი იძლევა საშუალებას, მოახდინოს რეგულატორის ID კოდის იდენტიფიცირება და მისი მართვა რეალურ დროში.

pristavka-msg-ms013-com.jpg

 გთავაზობთ სტარტერის ჩამრთველი რელეს (სტარტერის კნოპკა) დიაგნოსტირება-შემოწმებას. აღნიშნული ტესტერის საშუალებით შესაძლებელია სტარტერის კნოპკის მიმზიდველი და დამჭერი გრაგნილის შემოწმება. ასევე, ძალოვან კონტაქტებზე დენის ძალის ვარდნის დაფიქსირება.

msg-ms031-tester-dlya-diagnostiki-solenoida-startera.jpg
დაგვიკავშირდით! ჩვენ დაგეხმარებით
bottom of page