top of page
სტარტერის მილისი(ვტულკა)jpg

სტარტერის (ამძრავის) მილისები (ვტულკები) 

სტარტერის მექანიკური ნაწილები დროთა განმავლობაში განიცდის ცვეთას, რის შედეგადაც მისი სრულყოფილი ფუნქციონირება ფერხდება. მსგავსი გავრცელებული პრობლემათაგანია  მილისების ცვეთა. სტარტერის მილისები ანუ იგივე სტარტერის ვტულკები, ესაა ცილინდრის ფორმის სპილენძ-გრაფიტის და ლითონის დეტალი, რომელიც სტარტერში შეიძლება იყოს სხვადასხვა რაოდენობის და ზომის. ისინი უზრუნველყოფენ სტარტერში როტორის (იაკორის) გაცენტრვას,  ხახუნის შემცირებას და მყარ ფიქსაციას. ყველაზე ხშირად ტულკები (ტულკა, ვტულკა) ზიანდება ისეთი მოდელის ავტომობილების სტარტერებში, როგორიცაა: მიცუბიშის სხვადასხვა მოდელები,  ჰონდა ფიტი, ნისან მარჩი და სხვა. ჩვენს სახელოსნო „ვოლტ“-ში (voltage) შეგიცვლით სხვადასხვა ზომის ნებისმიერი კონსტრუქციის BOSCH, VALEO, MITSUBISHI, MAGNETI MARELLI, HITACHI  და სხვა, მილისებს (ვტულკებს)  პრაქტიკულად ყველა მოდელის ავტომობილის სტარტერისათვის. 

სტარტერის მილისი(ვტულკა)jpg2
დაგვიკავშირდით!  ჩვენ აუცილებლად დაგეხმარებით
bottom of page