სიახლეები
MITSUBISHI-ის სტარტერის ნახშირები
MITSUBISHI-ის მოდელის ავტომობილებზე ძირითადად გამოიყენება ამავე მწარმოებლის ამძრავები. დროთა განმავლობაში სტარტერი მწყობრიდან გამოდის, რაც შეიძლება გამოიწვიოს ნახშირების ცვეთამ. სტარტერის ნახშირების ფუნქციაა წრედის შეკვრა და ელ. ძაბვის მიწოდება სტარტერის იაკორისთვის. მისი ცვეთით და მწყობრიდან გამოსვლით ირღვევა სტარტერის მუშაობის რეჟიმი. მიცუბიშის სტარტერის ჩოთქების შეცვლისთვის აუცილებელია გამოყენებულ იქნეს სპეციალური შემდუღებელი მოწყობილობა და არა მრჩილავი (პაიალნიკი), როგორც ამას არაერთი სტარტერის ფსევდო ხელოსანი აკეთებს. ჩვენ, კომპანია „ვოლტი“ (“VOLTAGE”) გთავაზობთ სტარტერის ჩოთქების შეცვლას, რომელსაც სტარტერის პროფესიონალი ხელოსანი შეგიცვლით გარანტიით.
მსგავსი პრობლემა დამახასიათებელია MITSUBISHI-ის შემდეგი მოდელებისთვის: MITSUBISHI Galant VI 2.8 TD EA.. 1996-2001 2835ccm 4M40-T/ MITSUBISHI Montero 3.2 DI-D K90 2000- 3200ccm 4M41/ MITSUBISHI Pajero II 2.8 TD V2 V3 V4 1995-1998 2834ccm 4M40/ MITSUBISHI Pajero III 3.2 DI-D V60 V70 2000- 3200ccm 4M41/ MITSUBISHI Pajero IV 3.2 DI-D V80 V90 2007- 3200ccm 4M41