top of page
დინამოს რელე რეგულატორი
რეგულატორი უზრუნველყოფს ავტომობილის გენერატორის მიერ გამომუშავებული ძაბვის განსაზღვრულ დიაპაზონზე რეგულირებას, ავტომობილის ელექტრომოწყობილობების ოპტიმალური მუშაობისათვის. თუ რელეს მუშაობის რეჟიმი ირღვევა, მაშინ ხდება აკუმლატორის სწრაფი განმუხტვა ან საერთოდ დაზიანება. მაგ. თუ რელე აწვდის არასაკმარის ანუ ნაკლებ ძაბვას, მაშინ ხდება აკუმლატორის სწრაფი განმუხტვა, ხოლო თუ ძაბვა მაღალია, მაშინ ადგილი აქვს აკუმლატორის სითხის - ელექტროლიტის დაშრობას. არსებობს რელეს ორი ტიპი: ე.წ. ლამპური და იმპულსური ანუ კომპიუტერული. რეგულატორი უმრავლეს შემთხვევაში მოთავსებულია გენერატორის კორპუსში. თუმცა არსებობს გამონაკლისი შემთხვევებიც, როცა რელეს ავტომწარმოებლები ათავსებენ უშუალოდ ავტომობილის კორპუსში.
bottom of page