top of page
დინამოს (გენერატორის) დიოდების ხიდი (დიოდების დაფა)
დიოდების ხიდი, იგივე გამმართველი გამოიყენება გენერატორის მიერ გამომუშავებული ცვლადი დენის მუდმივ დენად გარდასაქმნელად. დიოდების ხიდს გააჩნია თბოგამტარი ფირფიტები, რომელზეც დამონტაჟებულია ნახევარგამტარული დიოდები. დიოდები შეიძლება იყოს სხვადასხვა რაოდენობის მაგ. 6, 8, 10 ან 12. თუმცა აუცილებელია წყვილად მომუშავე დადებით და უარყოფით პოლუსიანი დიოდების არსებობა. დიოდების ხიდის მწყობრიდან გამოსვლის ძირითადი მიზეზია მათი დაბინძურება, ექსპლუატაციის ვადის გასვლა ან უცხო სხეულის მოხვედრა აგრეგატში, რის შედეგად ადგილი აქვს მოკლე ჩართვას.
bottom of page