top of page
sakisari.jpg
pachipniki.jpeg

გენერატორის (დინამოს) საკისარები (პაჩიპნიკი)

ავტომობილის გენერატორის (დინამოს) მექანიკურ ნაწილთა რიგს განეკუთვნება საკისრები (პაჩებნიკი, პაჩიბნიკი). როგორც წესი, ავტომობილის მიერ 100 000 კმ გავლის შემდეგ, აუცილებელი ხდება მათი შეცვლა. ამის დიაგნოსტირება, ხშირ შემთხვევაში, სულაც არაა რთული. ძრავის მუშაობისას დაზიანებული საკისრები გამოსცემენ  სპეციფიურ ხმას,  წრიპინის ან ყრუ გუგუნის, რაც ძრავის ბრუნის მატებასთან ერთად ძლიერდება.  ეს გამოწვეულია იმით, რომ დინამოში ყველაზე მეტ ზეწოლას საკისრები განიცდიან. კონსტრუქციულად მათში ორი საკისარი დგას - წინა და უკანა. წინა შედარებით დიდი და მძლავრია, რაც განპირობებულია  იმით, რომ მასზე  უფრო მეტია ზეწოლა და დატვირთვა. საკისრების შეცვლა საკმაოდ შრომატევადი საქმეა და პლიუს საჭიროებს სპეციალურ ხელსაწყოებს. ამიტომაც მისი შეცვლა უმჯობესია განხორციელდეს სპეციალიზირებულ სახელოსნოებში.

დაგვიკავშირდით!  ჩვენ აუცილებლად დაგეხმარებით
bottom of page