top of page
AGe-5.jpg

გენერატორის (დინამოს) როტორი (ღუზა, იაკორი)

ავტომობილის გენერატორის (დინამოს) ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია მისი მოძრავი ნაწილი როტორი (ღუზა, იაკორი). ის შედგება ორპოლუსიანი, ქარხნულად დაშტამპული და  ერთგვარად მოკეცილი 6-6 ფრთისგან თითოეულ პოლუსზე, რომლებიც მაგრდება ლილვზე. ფრთების შუაში მოქცეულია როტორის გრაგნილი (სტატორი), რომელიც ხელს უწყობს მაგნიტური ველის და საბოლოო ჯამში, ელ. ენერგიის წარმოქმნას.  როტორის ლილვის ერთ მხარეს დამაგრებულია ე.წ. კონტაქტური რგოლები - კოლექტორი და საკისარი, ხოლო მეორე მხარეს შკივი და ასევე, საკისარი.  საკისრები უზრუნველყოფენ როტორის ზუსტ გაცენტვრას, ხოლო კოლექტორი უზრუნველყოფს ღუზის გრაგნილს კვების წყაროთი. დროთა განმავლობაში, როგორც ყველა ელექტრომექანიკური მოწყობილობა, იაკორიც განიცდის ცვეთას და ზიანდება.  დაზიანების შემთხვევაში მისი შეკეთება პრაქტიკულად შეუძლებელია და უმჯობესია ის შეიცვალოს ახლით.  

დაგვიკავშირდით!  ჩვენ აუცილებლად დაგეხმარებით
bottom of page