top of page
გენერატორი (დინამო).png

ავტომობილის გენერატორი (დინამო)

ავტომობილის გენერატორი ეს არის ელექტრო აგრეგატი, რომელიც მექანიკურ ენერგიას გარდაქმნის ელექტრულ ენერგიად. ვინაიდან ავტომობილში აკუმულატორი და სხვა ელექტრო მოწყობილობა (ნათურა, ელექტროძრავი და ა.შ.) მოიხმარს მუდმივ დენს, გენერატორი (დინამო) უნდა იყოს მუდმივი დენის წყარო. საწყის ეტაპზე ავტომობილის დინამო წარმოადგენს სამფაზიან ცვლადი დენის გენერატორს, სადაც ცვლადი დენის გარდაქმნა მუდმივ დენად ხდება გამმართველის (დიოდების ხიდის) მეშვეობით. დინამო ავტომობილის ელექტრომოწყობილობებს უზრუნველყოფს ელექტრო ენერგიით და ახორციელებს აკუმულატორის დამუხტვას. გენერატორი ძირითადად შედგება შემდეგი ნაწილებისაგან: წინა და უკანა ხუფი, სტატორი (აბმოტკა), როტორი (იაკორი), დიოდების ხიდი (დიოდების დაფა), რელე რეგულატორი, მცოცავო კონტაქტები-ნახშირები (ჩოთქები), საკისრები (პადშიპნიკი), კოლექტორი, გამსწრები ქურო (შკივი).

დაგვიკავშირდით!  ჩვენ აუცილებლად დაგეხმარებით
bottom of page