HYUNDAI-ის მარკის ავტომობილებზე, განსაკუთრებით ELNTRA-ზე, ხშირად ვაწყდებით ავტომობილის დინამოზე(გენერატორზე) მცურავი შკივის და საკისრების მწყობრიდან გამოსვლის პრობლემას. დინამოს შკივის შემთხვევაში, პრობლემა ძირითადად გამოიხატება მომატებული ხმაურის და ზედმეტი მექანიკური ხმების გაჩენით. ამ ხმებს შეიძლება ქონდეს როგორც მუდმივი ასევე პერიოდული ხასიათი. ზოგჯერ შკივი საერთოდ შეიძლება ჩაიშალოს ან მოწყდეს ღერძს, რაც გამოიწვევს ელექტრო კვების(ზარიადკის) მიწოდების შეწყვეტას. საკისრების შემთხვევაში მექანიკურ ხმას აქვს მუდმივი და დროთა განმავლობაში მზარდი ხასიათი. ჩვენთან, დინამოსა და სტარტერის შეკეთებისა და აღდგენის სერვისში, შესაძლებელია შკივისა და საკისრების შეცვლა გარანტიით. გვაქვს როგორც ორიგინალი, ასევე კარგი ხარისხის არაორიგინალი მწარმოებლების ნაწილები!

თქვენთან დინამოს გასაკეთებლად რომ მოვიდე უნდა ჩავეწერო თუ ნებისმიერ დროს შემიძლია მოსვლა?