top of page

HYNDAI ELANTRA(ჰიუნდაი ელანტრა) დინამოს შკივის და საკისრების(პაჩებნიკების) შეცვლა

Updated: 5 days ago

HYUNDAI-ის მარკის ავტომობილებზე, განსაკუთრებით ELNTRA-ზე, ხშირად ვაწყდებით ავტომობილის დინამოზე(გენერატორზე) მცურავი შკივის და საკისრების მწყობრიდან გამოსვლის პრობლემას. დინამოს შკივის შემთხვევაში, პრობლემა ძირითადად გამოიხატება მომატებული ხმაურის და ზედმეტი მექანიკური ხმების გაჩენით. ამ ხმებს შეიძლება ქონდეს როგორც მუდმივი ასევე პერიოდული ხასიათი. ზოგჯერ შკივი საერთოდ შეიძლება ჩაიშალოს ან მოწყდეს ღერძს, რაც გამოიწვევს ელექტრო კვების(ზარიადკის) მიწოდების შეწყვეტას. საკისრების შემთხვევაში მექანიკურ ხმას აქვს მუდმივი და დროთა განმავლობაში მზარდი ხასიათი. ჩვენთან, დინამოსა და სტარტერის შეკეთებისა და აღდგენის სერვისში, შესაძლებელია შკივისა და საკისრების შეცვლა გარანტიით. გვაქვს როგორც ორიგინალი, ასევე კარგი ხარისხის არაორიგინალი მწარმოებლების ნაწილები!


HYUNDAI ELANTRA დინამოს შკივი საკისარი

35 views1 comment

1 Comment


ავთანდილ კორკოტაძე
ავთანდილ კორკოტაძე
4 days ago

თქვენთან დინამოს გასაკეთებლად რომ მოვიდე უნდა ჩავეწერო თუ ნებისმიერ დროს შემიძლია მოსვლა?

Like
bottom of page